გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელიც საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა

25-12-2017

საბოლოოდ გამოაშკარავდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლის მყიდველის ვინაობა, ის საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანია. 
ექსტრავაგანტული Chateau Louis XIV, რომელიც 2015 წელს 299 მილიონ დოლარად ანონიმურად გაიყიდა, ვინმე ახლო აღმოსავლელ მყიდველზე, იმ დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სახლად მიიჩნევა. გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, 23 ჰექტარზე გაშენებული სახლი, საუდის არაბეთის პრინცის კუთვნილმა კომპანიამ შეიძინა.

გამოცემის ინფორმაციით, პრინცმა აღნიშნული სახლი, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში დაარსებული კომპანიების შუამავლობით იყიდა, რათა არ გამჟღავნებულიყო მყიდველის ვინაობა. ეს კომპანიები კი თავის მხრივ პრინცის კუთვნილი Eight Investment 
Company-ის საკუთრებაა. სამეფო ოჯახების მრჩეველების განცხადებით, საბოლოო ჯამში აღნიშნული შენაძენი მემკვიდრე პრინცის საკუთრებაა. ეს ვილა პრინცის მიერ გაკეთებული მსხვილი შენაძენების ნაწილია. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ 500 მილიონად იახტა და მაროკოში მდიდრული სასახლეც იყიდა.

მდიდრული ვილა ვერსალის სასახლის მახლობლად მდებარეობს და ულტრა მდიდრული დეველოპერის, Cogemad-ის მიერ სამი წელი შენდებოდა. ის მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგული სტანდარტების სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მისი ინტერიერი ულტრათანამედროვე გამოწვევებს პასუხობს, მას აქვს ლიფტი, კინოთეატრი და ღვინის სარდაფი.

აღნიშნული ვილის შეძენამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სახლად ითვლებოდა ლონდონში არსებული პენტჰაუსი, რომელიც 2011 წელს 221 მილიონად გაიყიდა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც სალმანი არაბეთის ტახტის მმართველი გახდა, ის სათავეში ჩაუდგა ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომლის სამიზნე საუდის არაბეთის ელიტა გახდა. ქვეყნის ხელისუფლების შეფასებით, კორუფციის გამო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ 100 მილიარდი დოლარით იზარალა. შედეგად, ქვეყნის ხელუფლებამ მოსთხოვა ზოგიერთ დაკავებულ ადგილობრივ ჩინოვნიკს, გადაიხადონ საკუთარი ქონების 70% თავისუფლების სანაცვლოდ. სწორედ დაკავებულებისგან აპირებს პრინცი დაკარგული 100 მილიარდის ამოღებას.
წყარო: "გურიის მოამბე"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930