29-04-2020
მსოფლიოში ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა 10 ქალაქი დასახელდა. რეიტინგის ლიდერი ავსტრიის დედაქალაქი ვენა გახდა. ინფორმაციას გამოცემა Lonely Planet აქვეყნებს.
უმსხვილესმა საკონსულტაციო კომპანიამ დიდი ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასა. ესენია: მწვანე საფარის ფართობი, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, ფეხით სასიარულო ბილიკები, წყლის მოხმარების ოდენობა ერთ მაცხოვრებელზე, ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობა, განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარება და აგარარული ბაზრების რაოდენობა.
მეორე ადგილს მიუნხენი იკავებს, რომელსაც კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა აქვს. ქალაქში შემცირებულია კერძო ავტომობილების რაოდენობა, რის შედეგადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დაბალია.
სიაში მესამე ადგილზეა ბერლინი, სადაც ფეხით სასიარულეო ბევრი ბილიკია და ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე წყლის მინიმალური მოხმარების მაჩვენებელი ფიქისრდება. აქ კარგად არის განვითარებული ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ხუთეულს მადრიდი და სან-პაულუ ხურავენ, ბევრი სკვერით, პარკებითა და ბოტანიკური ბაღებით. სან-პაულუში მრავლადაა აგრარული ბაზრები, ხოლო მისი მოსახლეობა უფრო ხშირად იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, ვიდრე სხვა ქალაქებში.
პირველ ათეულში ასევე შევიდა მანჩესტერი, ლისაბონი, სინგაპური, ამსტერდამი და ვაშინგტონი.