გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი უკრაინელ ჟურნალისტს: სააკაშვილის დანიშვნით თქვენ დადებთ შენელებული მოქმედების ნაღმს

29-04-2020

„არ ვიცი რა ფორმა ექნება ქართული მხარის პროტესტს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა ელოდება უკრაინას სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში ნებისმიერ თანამდებობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თქვენ ამით დებთ შენელებული მოქმედების ნაღმს. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უკრაინის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. სააკაშვილის დანიშვნა არ იქნება სილის გაწნა ქართველის ხალხისთვის, ეს იქნება სილა უკრაინელი ხალხისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უკრაინული ტელევიზიის ,,112“-ის მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუში „პულსი“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე. მისი თქმით, იმ ადამიანის დანიშვნა თანამდებობაზე, რომელიც გასამართლებულია მძიმე დანაშაულებებისთვის, ორი ქვეყნის ურთიერთობებს დააზარალებს.

„ეს ადამიანი გასამართლებულია ორი მძიმე დანაშაულისთვის, კორუფციისთვის და საქმე საკმაოდ დიდი თანხის მითვისებას და ხარჯვას ეხება და მეორე საქმე ესაა ბანდიტური თავდასხმის ორგანიზება, სპეცდანიშნულების რაზმის, როგორც თავდამსხმელი ჯგუფის გამოყენებით და ადამიანის სასიკვდილოდ ცემა. ამის შედეგად, პარლამენტის წევრს, ვალერი გელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და პრაქტიკულად, შემთხვევით გადარჩა.

სააკაშვილის მმართველობის მეთოდებისა, რომელსაც რატომღაც რეფორმატორული ერქვა და ასევე სხვა საკითხების გამო გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის გამოთქმებიც სწორედ ამას შეეხებოდა,

რაში სჭირდება უკრაინას და მის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთი ადამიანის ჩართვა, ადამიანის, რომელიც არათუ გასამართლებულია, არამედ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ის პირადად მონაწილეობდა გირგვლიანის მკვლელების დაფარვაში.

ხომ არ გააუარესებს ეს ურთიერთობებს და საჭიროა თუ არა სტრატეგიულმა მოკავშირემ, უკრაინამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ამ ყველა ფაქტის მიუხედავად. მე არ ვსაუბრობ როგორც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოპონენტი, რომლის სათავეშიც სააკაშვილია დღემდე, მე ვსაუბრობ ფაქტებზე, რომლებიც უნდა იცოდეს უკრაინის ხელისუფლებამ და ამის მიუხედავად, ასეთი გადაწყვეტილების არათუ მიღება, საკითხის ასე დასმაც კი აყენებს ეჭვის და კითხვის ქვეშ სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


https://www.youtube.com/watch?v=5A8ILpNzGMg&feature=youtu.be

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930