29-04-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ზოლების, გზისპირების და სკვერების გამწვანება. ირგვება ნეკერჩხლის, კედრის, იფნის და ცაცხვის 200- მდე ნერგი.
ხეების დარგვის პროცესში პირადად მონაწილეობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.