29-04-2020
"ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო ტრიუმფი გრძელდება. საერთაშორისო პრესის მხრიდან საქართველო კვლავაც ყურადღების ცენტრშია“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბრიტანული გამოცემა ,,The Telegraph” - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მსხვილი დონორია.
ნიკოლეიშვილის თქმით, ამ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ცნობარი ადასტურებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტია, რომელმაც 25 მილიონი დოლარი გაიღო ვირუსთან ბრძოლისთვის.
"სააკაშვილის საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო ტრიუმფი გრძელდება. საერთაშორისო პრესის მხრიდან საქართველო კვლავაც ყურადღების ცენტრშია და ამჯერად, ბრიტანული გამოცემა ,,The Telegraph“ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაღებულ ქველმოქმედებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ნომერ პირველი, მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია. ამ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ცნობარი ადასტურებს. ცნობარის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტია, რომელმაც 25 მილიონი დოლარი გაიღო ვირუსთან ბრძოლისთვის“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.