1-05-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ანდრო ბიწაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შალვა ნუცუბიძის, შავიშვილისდა თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე კი ელექტროენერგიას ელიას მთის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის და აბულის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.