1-05-2020
ადამიანი, რომელიც უმცროსმა ჯორჯ ბუშმა 2005 წელს ქვეყნის გათავისუფლებისთვის ადიდა და რომელიც "დემოკრატიის შუქურად"გამოაცხადა, ახლა, როგორც ჩანს, გამწარებული ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ქვეყნის შუქი ჯერ კიდევ ანათებს და ისიც, ქვეყნის ყოვლისშემძლე ლიდერი, უბრალოდ ბრიყვია, გარემოსგან მოწყვეტილი და საერთოდ არ აქვს წარმოდგენა დანაშაულებზე, რომელსაც მისი ქვეშევრდომები მისი მმართველობის ქვეშ ჩადიოდნენ"-ამის შესახებ გამოცემა real clear world-ი 2012 წლის სექტემბერში წერდა, მაშინ, როცა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აბსოლუტური მფლობელი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო, თუმცა 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა.
"ბრიყვად წარმოჩენა ტირანების კლასიკური პოზაა, როდესაც მოვლენები და საზოგადოებრივი აზრი მათ ზურგს აქცევს" - განაგრძობს გამოცემა.
"მე ცუდი არ ვარ, უბრალოდ სულელი ვარ..."- ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კამპანიის ლოზუნგადაც გამოდგებოდა, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა სურს.
საქართველოში ათასობით ადამიანი საჯაროდ შეიკრიბა იმისთვის, რომ სააკაშვილის გადადგომა მოეთხოვა. ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის ამ ათასობით მამაცი ადამიანის მხრიდან ისეთ ქვეყანაში, სადაც ღია ოპონირება შეიძლება დაპატიმრებით დასრულდეს"- წერს გამოცემა.
P.S. სტატიის ქართულენოვანი თარგმანი foreignpress.ge-მ გამოაქვეყნა