გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მოსახლეობის დასახმარებლად სამოქალაქო რეისები შეასრულა

1-05-2020


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, სამოქალაქო რეისები შეასრულა.
ვერტმფრენმა ალვანი-ომალოს მიმართულებით იფრინა და თუშეთის რამდენიმე სოფლის მკვიდრს ტრანსპორტირებაში, ასევე, საჭირო პროდუქტებისა და ნივთების გადაზიდვაში დაეხმარა. გარდა ამისა, სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით მესაზღვრეთა როტაცია განხორციელდა.
რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031