1-05-2020
„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები არსებობს, რომელსაც დეფაქტო ხელისუფლებები ექვემდებარებიან, მაგრამ არსებობს რეალობა. არსებობს ადამიანების ძალიან დიდი მოწყვლადი ჯგუფი, რომელთაც არავის იმედი არ გააჩნიათ. ესენი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ჩვენი მოქალაქეები არის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება და კიდევ მეტი - ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას. საუბარია ყველანაირი დახმარებაზე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას.
ამერიკელი დიპლომატის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსული არაჰუმანური პოლიტიკის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანებიკორონავირუსით იღუპებიან და ისინი სათანადო სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ.