2-05-2020
უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიშე ციხეში წიგნს წერს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მსჯავრდებულის დედამ, ლია პაპიძემ განუცხადა.
„ჯერ ჩანაწერებს აკეთებს და სურვილი აქვს წიგნად გამოსცეს. მამა გურამს უთქვამს, დაგეხმარები დაბეჭდვაშიო. ვნახოთ, რა იქნება.
მითხრა – დედა, შენზეც ბევრს ვწერ, ასე რომ მატანინებ ამ დღეებსო.
მე არ ვიცი, ზუსტად რაზე იქნება წიგნში საუბარია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეეხება თავის ტრაგედიას, იმ საქმეს, რაც დაემართა, მანამდე არსებულ სიტუაციას და ციხის პერიოდსაც.
მოკლედ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს ალბათ ამ წიგნში“, – ამბობს ლია პაპიძე.
შეგახსენებთ, რომ ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს.