2-05-2020
საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა - წერს l’opinion
სტატიის ავტორის თქმით, საქართველომ არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც.
„მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ინდიკატორით საქართველო გლობალურად საუკეთესოთა შორის მე-7 ადგილზეა. დანია გამონაკლისად გვევლინება ევროკავშირში (რომელიც ამ რეიტინგში მე-4 ადგილზეა), მაგრამ ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ - საქართველომ, არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც, მათი ძალისხმევის მიუხედავად (გერმანია 22-ე, ხოლო საფრანგეთი 32-ე ადგილზეა” - წერს სტატიის ავტორი ბრუნო ალომარი.