გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო აღქმულია ერთ ერთ მცირე მოთამაშედ, რომელმაც თანმიმდევრული და წარმატებული მუშაობის სამაგალითო უნარი გამოავლინა

2-05-2020

სანამ არეული ოპოზიცია საკუთარი სატელიტებით "არ მესმის და ვერ ვხედავ" როლს ირგებს საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მისამართით დიდი მოლოდინებია, ის, მაგალითის მიმცემ მოდელად გვევლინება,- იურისტი თამთა მეგრელიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერზე სტატუსს აქვეყნებს და გამოცემა ,,l’opinion“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ავტორი საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ასახელებს, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს კორონავირუსის ეპიდაფეთქებას და საუბრობს ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად გატარებულ რეფორმებზე, რითაც საქართველომ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებც.

მეგრელიშვილის თქმით, საქართველო აღქმულია ერთ ერთ მცირე მოთამაშედ, რომელმაც თანმიმდევრული და წარმატებული მუშაობის სამაგალითო უნარი გამოავლინა

ფაქტია, სანამ არეული ოპოზიცია საკუთარი სატელიტებით "არ მესმის და ვერ ვხედავ" როლს ირგებს საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მისამართით დიდი მოლოდინებია, ის, მაგალითის მიმცემ მოდელად გვევლინება!

ფრანგული გამოცემა l'opinion საქართველოზე- კრიზისი, რომელსაც განვიცდით და პანიკა, რომელიც ზოგიერთ მთავრობას იპყრობს, კარგ მრჩევლად ვერ გამოდგება.

საქართველო აღქმულია ერთ ერთ მცირე მოთამაშედ, რომელმაც თანმიმდევრული და წარმატებული მუშაობის სამაგალითო უნარი გამოავლინა. ამონარიდი სტატიიდან - "როდესაც ამ ქვეყანას ვუყურებთ, ის გვაოცებს, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთისგან განსხვავებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და თან უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან ძლიერ სურს ევროკავშირში გაერთიანება. ისიც გვაოცებს, რომ შედარებით და აბსოლუტურ განზომილებაში საქართველოს ეკონომიკა ჯეროვნად მუშაობს. საგულისხმოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ამდენად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება თვალხილული ბოლო წლებშია, განსაკუთრებით კი მისი მმართველი პარტიის („ქართული ოცნების“) გავლენით და გამოისობით” - წერს ბრუნო ალომარი და სვამს კითხვას (მცირე ქვეყნები მათ შორის გამოკვეთილად საქართველო)
"ნუთუ არ უნდა იქცნენ ისინი ევროკავშირის შთაგონების წყაროდ? ევროპელებს განა „მეტი ევროპა“ სჭირდებათ საქმიანობის რეგულირების ან კავშირის ძალაუფლების გაღრმავების სახით, არამედ „უკეთესი ევროპა. ეს მიიღწევა რეალური წარმატების შემოქმედი მცირე ზომის ქვეყნებისგან მეტის სწავლითა და მათთან უფრო მჭირდო მუშაობით",- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930