გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისის შეფასებაში

2-05-2020

პანდემიური რევოლუცია დაიწყო,- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს და ფრანგული გამოცემა L’opinion-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა.

გაბრიჭიძის თქმით მაშინ, როდესაც ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისის შეფასებაში,

ყველამ დაინახა, რომ საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებისთვის ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობზე უფრო მიმზიდველი გახდა

,,თუ არ ვცდები, თერმისტოკლემ თქვა ფრაზა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს დღევანდელ ყოფას აბსოლუტურად ზუსტად შეეფერება - ჩვენ დავიღუპებოდით, დაღუპვის პირას რომ არ ვყოფილიყავით. დიახ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულმა პოლიტიკურმა „კულტურამ“ რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია ჩამოყალიბდა და ე.წ. პოლიტიკური სპექტრიც არსებულ სტანდარტს იშვიათი გამონაკლისის გარდა „ერთგულად“ მიჰყვებოდა, ქვეყანა რაღაც უაზრო, ამორფულ პოლიტიკურ კლასტერში მოაქციეს, რომლისგანაც გამოსვლა რომ არა პოტენციური რევოლუცია, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. საბედნიეროდ რევოლუციური რყევები ყოველგვარი ბასტილიების აღების, ან მტკვარში „ავრორას“ შემოცურების გარეშე პანდემიამ მოახდინა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

უმთავრესი, რაც გამოჩნდა იყო ის, რომ სრული კრახი გაიცადა ე.წ. აგრესიულმა ლიბერალიზმმა, რომელმაც ირონიით რომ ვთქვა, „აგრესიულ ტესტირებას“ ვერ გაუძლო და „დადებითი“ პასუხი აჩვენა. გაგიკვირდებათ და ამ ხალხის მწირი აზროვნება და მდაბიოთათვის დამახასიათებელი უაზრო სიჯიუტე, სძალავს დაღუპვის წინ მდგარი ნორმალური ადამიანის გადარჩენის ინსტიქტს და კიდევ უფრო მეტი მარაზმის თქმისკენ უბიძგებს. მაგალითად გეტყვით, რომ ამ ორიოდ დღის წინ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერამ თამარ ჩუგოშვილმა, საოცრად აბსურდული განცხადება გააკეთა: „ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ის პროგრამა, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩაითვლებოდა საარჩევნო მოსყიდვად, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ამ მოცულობის ფინანსური თანხების დარიგება ხდება. დღეს ბევრ ადამიანს უჭირს, დახმარება სჭირდება და პირველი მიზანი ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ამიტომ, ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. საგანგებო მდგომარეობამ ასევე გამოიწვია ისიც, რომ პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის გააჩერა და უმრავლესობისთვის გაააქტიურდა. ხელისუფლება ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებს სათავისოდ, ამიტომ სახელისუფლებო პარტიისთვის პოლიტიკური პროცესი არის გააქტიურებული. ჩვენი დეპუტატებიც ძირითადად კამპანიის რეჟიმში არიან, ეს არის დახმარების დარიგება და არა საპარლამენტო საქმიანობა და მუშაობა. ოპოზიცია ფაქტიურად განეიტრალებულია და არ ჩანს“. სრული სისულელე, რომელიც აშკარად ჩანს, რომ წამოსროლილია არა პოლიტიკური პროცესების რეალურად შეფასების გამო, არამედ იმისთვის, რომ „ვიღაცამ“ გაიგონოს და მას როგორც დემოკრატიისთვის მებრძოლ ლიბერალს, „იქ, სადღაც“ კიდევ დამატებითი ქულები ჩაუწეროს. რა თქმა უნდა შეიძლება ამ განცხადების განხილვა და იმის ჩვენება, რომ აბსოლუტურად ყველა წინადადება სრული იდიოტიზმია და ხალხის ინტერესებისგან ცა და დედამიწასავით არის დაშორებული, მაგრამ არ გავაკეთებ და ამ სიამოვნების საშუალებს თქვენ გითმობთ. ასევე სროლი სისულელეა ტრანსგენდერების გადარჩენაზე "ნასკებიდან" ამოხტომა მაშინ, როცა თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ხალხი კიტრის ჩაბარების მოთხოვნით აქციებს მართავს, საშიშროებას ქმნის და მიშ-მიშას ყვირის, ან ფიზიკურად უპირისპირდებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადას, მაშინ როცა ისინი მათი და მათი ახლობლების სიციცხლის გადასარჩენად არიან მისულები.

ამ ე.წ. ოპოზიციამ ასევე სრული კრახი განიცადა პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისის შეფასებაში. მათ არამც თუ რაიმე რეალური გეგმა, რომლის ირგვლივაც იქნებოდა მსჯელობის, კამათის შესაძლებლობა დადეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბოღმის ნთხევით და სხვადასხვა წვრილმანი თაღლითისთვის დამახასიათებელი „სქემებით“ შემოიფარგლნენ.

სამაგიეროდ ყველამ დაინახა, რომ საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებისთვის ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობზე უფრო მიმზიდველი გახდა (ფრანგული გამოცემა l’opinion). დაინახა, რომ ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა, იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა და სხვებიც აპირებენ შემოსვლას.

მოკლედ რომ ვთქვა, პანდემიური რევოლუცია დაიწყო და კიდევ ერთხთელ გავიმეორებ თერმისტოკლეს ფრაზას - ჩვენ დავიღუპებოდით, დაღუპვის პირას რომ არ ვყოფილიყავით. გადარჩენამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მთავარია, რომ გადარჩენა დავიწყეთ”,- წერს გია გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930