გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის სოფელ მუშევანიდან ყველა ინფიცირებული მოქალაქე თბილისში სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი

2-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ მუშევანში იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, სოფელში 1-ელ მაისს სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანის პროცესში შეფერხება შეექმნა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია. სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

„გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ ყველაფერი დროულად გაირკვა. ინფიცირებული მოქალაქეები უკვე თბილისში არიან გადაყვანილები. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტს მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930