3-05-2020
„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ – სისხლის უანგარო დონაციის აქციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონისა და თიანეთისა ორგანიზაციები შეუერთდნენ.
აქციის ფარგლებში სისხლი 40-მდე ადამიანმა გაიღო. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსმა, თიანეთისა და ონის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, პარტიის ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.