4-05-2020
უამრავი ტურისტი მსოფლიოდან, მათ შორის საქართელოდან ზაფხულში ხშირად სტუმრობს საბერძნეთის საზღვაო კურორტებს.
ისეთი ადგილები, რომლებზეც საშუალო კლასის საზოგადოებას მხოლოდ ოცნება შეეძლო, ამ ზაფხულს აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ხდება. მიკონოსი, პაროსი, კრეტა და საბერძნეთის სხვა ულამაზესი კუნძულები ტურისტების ნაკადის მოსაზიდად უპრეცედენტო ფასდაკლებებს იწყებს.
მაგალითად კრეტაზე მდებარე ვილა, “Elounda Vista Villas”, ივნისის თვეში ერთ დღეს 50 ევროდ გთავაზობთ, თუ ფოტოებს გადახედავთ, ნამდვილად ვერ დაიჯერებთ, რომ აგიოს ნიკოლაოსის ამ ულამაზეს ვილაში დასვენება დღეში 50 ევროდ შეიძლება.