გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინული მედია: საშინელება ის არის, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა ეკავოს სააკაშვილს, ის ყოველთვის იქცევა ისე , როგორც ქვეყნის პრეზიდენტი - ასე იყო ოდესაში, ახლაც ასე იქნება

4-05-2020

თუ ზელენსკი არ დაასაქმებს სააკაშვილს პრესტიჟულ პოზიციაზე, ეს უკანასკნელი მოირგებს „დემოკრატიის დამცველი ჯაჭვზე მიბმული ძაღლის“ საყვარელ როლს, სწრაფად გაურიგდება ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებს და შეუდგება მის მიმართ „ტალახის სროლას“,- ,,გლავრედ ინფო“ სტატიას, სახელწოდებით ,, ზელენსკი კიდევ ასჯერ ინანებს იმას, რომ სააკაშვილს დაუკავშირდა“ აქვეყნებს.

ავტორის თქმით, ზელენსკი უკვე ყველაფერს მიხვდა, ინტენსიურად შეუდგა სააკაშვილისათვის თანამდებობის ძიებას და სავარაუდოდ, შესაბამის პოზიციას გამონახავს, მაგრამ სააკაშილი მაინც იჭირვეულებს და იშფოთებს.

,,თუ ზელენსკი არ დაასაქმებს სააკაშვილს პრესტიჟულ პოზიციაზე, ეს უკანასკნელი მოირგებს „დემოკრატიის დამცველი ჯაჭვზე მიბმული ძაღლის“ საყვარელ როლს. ის სწრაფად გაურიგდება ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებს და შეუდგება მის მიმართ 24 საათის განმავლობაში „ტალახის სროლას“. სააკაშვილი ამას ეფექტურად, თავდაჯერებულად და თავდაუზოგავად გააკეთებს. არ დანებდება მანამ, სანამ ზელენსკის „ბარიგად“ არ გადააქცევს. მომგებიანი პირობების არსებობის შემთხვევაში ხალხს ბარიკადებზეც კი გაიყვანს. ზელენსკი უკვე ყველაფერს მიხვდა და ინტენსიურად შეუდგა სააკაშვილისათვის თანამდებობის ძიებას. სავარაუდოდ, ის გამონახავს შესაბამის პოზიციას, მაგრამ მიხო მაინც იჭირვეულებს და იშფოთებს. უბედურება კი ისაა, რომ „სააკაშვილის პრობლემა“ ამით ვეღარ მოგვარდება. ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია. საშინელება ის არის, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა ეკავოს სააკაშვილს, ის ყოველთვის იქცევა ისე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. ასე იყო ოდესაში, ახლაც ასე იქნება. მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად ომის ველზე გამოვიდა. უფრო სწორედ, ის თავად ზელენსკიმ გამოიწვია და სკალპელის დანაც მისცა ხელში. მათ შორის დაპირისპირება მხოლოდ რამდენიმე თვის ამბავია. სააკაშვილი საკუთარ თავს ზელენსკის პოზიციისთვის ამზადებს“,- ნათქვამია ,,გლავრედ ინფოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ თავის დროზე პოროშენკომაც უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ქართველს დაუკავშირდა.

,,მან ეს პრობლემა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ მოაგვარა, როცა სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევა. ზელენსკი ვერ გააძევებს სააკაშვილს ქვეყნიდან, მას არ გააჩნია პოროშენკოს მსგავსი ნებისყოფა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზელენსკიმ თვითონ შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემა, რომელიც მას ბოლომდე გაყვება. ღმერთებმა მიატოვეს ზელენსკი. ხოლო როდესაც ღმერთები ტოვებენ ადამიანს, ის კარგავს აზროვნების უნარს. ზელენსკი შარში გაეხვა. მაგრამ რას ვიზამთ, ამის ღირსია, რადგან არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების განჭვრეტა“,- წერს ანდრეი გოლოვაჩოვი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930