გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე: ჩვენი სურვილია გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას

4-05-2020

ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე ვიხილეთ, თუ როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

” ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე ვიხილეთ, თუ როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, საუკეთესო შედეგები დადო. ახლა დადგა ის დრო, როდესაც ჩვენს კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური რამდენიმე დღეა მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, რომ მათ, მთავრობის გუნდთან ერთად, გახსნის ღონისძიებების დაჩქარება შეძლონ.

ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება. შრომის ინსპექციის სამსახურისგან უნდა მიიღონ ის კონსულტაციები, რითაც შეძლებენ, უსაფრთხოდ მართონ თავიანთი ბიზნესი როგორც საკუთარი ფირმებისთვის, ასევე სახელმწიფოსა და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება მოხდეს, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება შეფერხების გარეშე განხორციელდეს,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930