5-05-2020
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად მოხალისეებმა COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები და პლაკატები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში დაარიგეს.
ორენოვან ფლაერებსა და პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.