გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპი: ნავთობის ფასები იზრდება, ვინაიდან კვლავ გაჩნდა მოთხოვნა

5-05-2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ნავთობის ფასები იზრდება, ვინაიდან კვლავ გაჩნდა მოთხოვნა. მან შესაბამისი განცხადება Twitter-ზე გააკეთა.

“ნავთობის ფასები სასიამოვნოდ იზრდება, რადგან მოთხოვნა კვლავ გაჩნდა”, – თქვა ტრამპმა, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.

12 აპრილს საგანგებო ვიდეო კონფერენციაზე OPEC + ქვეყნებმა შეძლეს ხელშეკრულების გაფორმება ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ. იგი ითვალისწინებს ნავთობის წარმოების შემცირებას მაისი-ივნისში 9.7 მილიონი ბარელით დღეში, ივლისი-დეკემბერში – 7,7 მილიონი ბარელით დღეში, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე – 5,8 მილიონი ბარელით დღეში.

კერძოდ, რუსეთი და საუდის არაბეთი შეამცირებენ ყოველდღიურ წარმოებას 2.5 მილიონი ბარელით, ანუ თითოეული მათგანი 11 მილიონი ბარელით. ყველა სხვა მონაწილე შეამცირებს წარმოებას 2018 წლის ოქტომბრის დონიდან.

შესაბამისი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევიდა.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930