5-05-2020
2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.
IDFI აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის ყველაზე მეტ მოქალაქეს, 9 626 პირს საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს მიანიჭა.
IDFI-ს ინფორმაციითვე, 2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის მოქალაქეობის მქონე 37 462 პირს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება სხვა ქვეყნების ყველა მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან აგრეთვე თურქეთის (3 464 პირი) და ისრაელის (3 367 პირი) მოქალაქეები.
IDFI განმარტავს, რომ 2005-2013 წლებში თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ბოლო თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცედენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით თურქეთის იმდენ მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად - 2005-2012 წლებში.
წყაროები: IPN.GE; გაზეთი "რეზონანსი"