გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გერმანიიდან ქართველების დეპორტაციის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა

22-03-2018

გერმანიიდან ქართველების დეპორტაციის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, 53 ადამიანის დეპორტაციის მიზნით დაწყებული ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.

როგორც მედია იტყობინება, მოქალაქეთა ნაწილი დეპორტაციის თავიდან აცილების მიზნით, ტყეში იმალებოდა. მათ შორის 42 ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ორ ცენტრში ცხოვრობდა. მათ იძულების წესით  გერმანიის ტერიტორია დაატოვებინეს.

როგორც გერმანულ მედიასთან საუბრისას ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის ლტოლვილთა მინისტრმა იოაჰიმ სტამპმა განაცხადა, ოპერაცია მიზნად ისახავს კრიმინალებისა და ქურდობაში ეჭვმიტანილების გაძევებას.

„ყველა, ვინც საქართველოდან ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიაში ქურდობისთვის ჩადის, უნდა ელოდოს დეპორტაციას”, – განაცხადა მინისტრმა.

ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰერბერტ რეულის თქმით, მსგავსი ოპერაცია არის გზავნილი იმ პირებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს გერმანიის სტუმართმოყვარეობას.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი პირების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი მოქმედებს და მათი დეპორტაცია გარდაუვალია“, – განაცხადა მინისტრმა.

პარალელურად, გერმანული Bild იტყობინება, რომ გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით კავკასიელი კრიმინალების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.

გამოცემის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მესაზღვრეებმა გერმანიის სხვადასხვა აეროპორტში ჩასული საქართველოს 231 მოქალაქე შეამოწმეს. მათგან 59-ს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, ისინი იძულების წესით სამშობლოში დააბრუნეს.

1TV.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930