გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა

22-03-2018

თბილისის, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსწავლემ გაკვეთილის პროცესი ჩაშალა. მოსწავლე მასწავლებელს შემდეგი ფრაზით დაემუქრა: "ციხეში ჩავჯდები, მაგრამ მაინც მოგკლავ", თუმცა მოგვიანებით მოსწავლემ აღნიშნა, რომ ეს აღელვების ნიადაგზე მოუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

სკოლის დირექციას საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მოსწავლეს ხელწერილი დააწერინა. როგორც გამოცემას სკოლაში უთხრეს, “ამ მოსწავლისგან ყველაფერი მოსალოდნელია”. სკოლაში ამბობენ, რომ ეს მოსწავლე ცუდი ყოფა-ქცევით გამოირჩევა და მუდმივად შლის საგაკვეთილო პროცესს, დირექცია კი უკვე დიდი ხანია მის მშობლებს სკოლაში იბარებს, თუმცა უშედეგოდ.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, სკოლას მსგავსი მოსწავლის გასარიცხად არანაირი ბერკეტი არ აქვს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რიცხავს, თანაც იმ ფონზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს სწავლის შანსი არ დაუკარგონ.

IMEDINEWS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031