7-05-2020
ქართველი ბიზნესმენი, რომელზეც საავადმყოფოს დირექტორი საუბრობს, მინსკში რესტორან “თიფლისის” მფლობელი კოკა ლაზიშვილია. მას 50 მინსკელი ექიმისთვის, რომლების ღამის სმენაში არიან, ყოველდღირად მიაქვს საკვები.
როგორც საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ გაგვიცხადა, მინსკში კორონა ვირუსით ინფიცირებული ორი ქართველი გვყავს და ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ახალი კორონავირუსით ინფიცირებული გვყავს 2 ქართველი. ერთი გათხოვილია, ქმარი ჰყავს ქართველი, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ღვთის წყალობით კარგად იქნება. მოვინახულეთ არაერთგზის. არ შევსულვართ, რა თქმა უნდა, გადავეცით პატარა საჩუქარი, საკვები, რაც შეგვეძლო, სულ ყურადღების ცენტრში მყავს.
მოგეხსენებათ, თავად ექიმი ვარ და კარგი ურთიერთობა მაქვს საავადმყოფოს მთავარ ექიმთან, სადაც ესენი წვანან. ვთხოვე ერთ-ერთ ქართულ რესტორანს მინსკში, კოკა ლაზიშვილი ძალიან ღვთისნიერი კაცია და 50 ექიმს, სანიტარს, ექთანს იმ საავადმყოფოში ყოველდღიურად უგზავნის საკვებს.
ეს დაწერა კიდეც მთავარმა ექიმმა გაზეთში, ტელევიზიითაც კი გამოვიდა და თქვა რომ ელჩი ექიმია, მან იცის როგორ გვიჭირს და ამიტომ დაგვეხმაროა. როდესაც ვურეკავ, ყველაფრისთვის მზად არის, ძალიან სწრაფად რეაგირებს . ეს გოგონა იქ არის და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მეორე ქართველი ქალბატონი პროფესიით არის ექიმი, პროფესიული მოვალეობის დროს დაინფიცირდა. ის გაეწერა უკვე და კარგად არის. ისევ მუშაობს ექიმად. ეს ორი შემთხვევა გვქონდა კორონავირუსთან დაკავშირებული.” – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ “აიპრესთან”.
ფოტოზე: მარცნივ საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია, კინორეჟისორი ლევან გაბრიაძე და ქართველი ბიზნესმენი კოკა ლაზიშვილი.