გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქობულეთში მოზარდს სავარაუდოდ, სახიფათო ონლაინ თამაშს აიძულებდნენ

22-03-2018

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში არასრულწლოვანს სავარაუდოდ საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვას აიძულებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ტელეფონზე დაუკავშირდნენ და ემუქრებოდნენ. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება განცხადების საფუძველზე დაიწყო. სავარაუდოდ, სამინისტროს გამოძიების მოთხოვნით მესამე კლასელის ოჯახმა მიმართა.

"ბავშვი ორი დღეა სკოლაში არ გამოცხადებულა. მშობელი არ გვეკონტაქტება, ჩვენ რომ ვრეკავთ მობილური გათიშულია. როგორც ვიცით, დედამ შენიშნა შვილს, რომ საღამოს ვიღაც ურეკავდა და ელაპარაკებოდა, თუმცა ვინ არის არ ვიცით. ამის შემდეგ მშობლებმა პოლიციას აცნობეს.

პოლიციიდან ჩვენ არავინა დაგვკავშირებია. ზუსტად არ ვიცით, ნამდვილად "ლურჯ ვეშაპზეა" თუ არა საუბარი. მშობელმა სკოლის ავტობუსის მძღოლს დააბარა, რომ სკოლის დირექტორის ნახვას გეგმავს, სხვა არაფერი არ ვიცი. გოგონა მესამე კლასის მოსწავლეა",- მანონი მამულაიშვილი.

გასული წლის 14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის - ეგრეთ წოდებული "ლურჯი ვეშაპის" არსებობა არ დასტურდება.

IMEDINEWS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031