გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯორჯ კენტი რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

7-05-2020

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი, რუსეთს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოსკოვის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ლაბორატორია დაავადებებთან ბრძოლის ნაცვლად დაავადებებს ქმნიდა აბსოლუტური სიცრუეა.

კენტმა სინანული გამოთქვა იმის გამოც, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ სიცრუის კამპანიას შეუერთდა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზეც ისაუბრა.

ლუგარის ლაბორატორია თბილისში 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროსა და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.

ლაბორატორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წლიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციამ ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკა და დაავადებების გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც თითქოს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930