7-05-2020
"კლინიკაში შემოსულია რამდენიმე ორსული და ლუგარის ლაბორატორიიდან მათი კვლევების პასუხებს ველოდებით",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტი რჩება.
"დღეს კლინიკიდან მხოლოდ 1 პაციენტი გაეწერება. რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. 2-ის მდგომარეობა არის საყურადღებო, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე",-აღნიშნა ლევან რატიანმა
დადასტურებული დიაგნოზით კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 72 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსი 58-ს აქვს დადგენილი.
საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 275 და გარცავლილია 9 პაციენტი.