7-05-2020
„ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, 1-ელ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების“ შესაბამისად. ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე. გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, ყველაფერი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისად განხორციელდება.