8-05-2020
ხობში 50 წლამდე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილი ჭიდან მაშველებმა ამოიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის გულისხმობს.
შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.