გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: უკრაინიდან ელჩის გამოძახება კონსულტაციების მიზნით მოხდა

8-05-2020

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა არ მოხდა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, რაც იმაზე მიუთეთიებს, რომ ერთი მხრივ, მასთან მიმართებაში უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში არის სკეპტიკური დამოკიდებულება და, მეორე მხრივ, იმაზე, რომ მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იქნა ჩვენი პოზიცია, რომელიც მის ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით გვქონდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

თუმცა მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნა და არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ესეც არის მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მსჯავრდებული და მისივე მოსაზრებით, მსჯავრდებულთან მიმართებაში სხვა კითხვები უნდა ჩნდებოდეს.

„რაც შეეხება ელჩის გამოძახებას, უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს უარყოფითად ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს ურთიერთობაზე. ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანიშვნიდან გამომდინარე, გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს ქვეყნებს შორის მომდევნო ურთიერთობებზე“ , - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930