9-05-2020
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ქ.ცაგერში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრები ვეტერანი ვენედიქტე კაბოსნიძე მოინახულა, გამარჯვების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
ომის ვეტერანს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიიდან სასურსათო ნობათი და ფულადი დახმარება გადაეცა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.