გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალმა, რომელსაც ექიმებმა ორსულობა ვერ დაუდგინეს ფსიქიატრიულის საპირფარეშოში იმშობიარა

11-05-2020

საქართველოში ერთ-ერთ ფისიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტმა ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა.

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის ერთი ნაწილი, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

 

ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაწესებულების პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა მას შემდეგ, რაც არაერთი კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ორსულად არ იყო.

 

„ორსულობის შესახებ სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში“, – წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

 

აღსანიშნავია, რომ პაციენტი ქალი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში ორ სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი.

 

ჩანაწერის მიხედვით, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

 

ირკვევა, რომ ორსული ქალი მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველია ნაყოფისთვის.

 

„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

 

 

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930