გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის, ისინი დამხმარე ტესტებია

13-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არც ერთი სწრაფი ტესტი კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისთვის არ გამოიყენება, რადგან ამ სახის ტესტები დამხმარე საშუალებაა და მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. მისივე თქმით, სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი აუცილებლად "პისიარ" ტექნოლოგიით უნდა გადამოწმდეს.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრფინგზე განაცხადა.

"დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, მსოფლიოში არც ერთი სწრაფი ტესტი არ ითვლება და არ შედის არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში როგორც დამადასტურებელი ტესტები. ისინი არ გამოიყენება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისთვის. ეს არის დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენება ე.წ. მასობრივი კვლევების დროს და იქ რადგან მათი სპეციფიურობა და მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების. ამიტომ მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ნებისმიერი სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი დადებითი, საჭიროებას გადამოწმებას და დადასტურებას "პისიარ" ტექნოლოგიით. ხაზს ვუსვამ, სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930