გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერკელი: გვაქვს მტკიცებულება, რომ ბუნდესტაგზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა

14-05-2020

"გერმანიას აქვს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა", -ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების სახით, ბერლინს შეუძლია "საპასუხო ზომების მიღება" მოსკოვის წინააღმდეგ, თუმცა მას არ სურს გაფუჭდეს ურთიერთობები ქვეყნებს შორის. მერკელმა აღნიშნა, რომ 2015 წლის ”აღმაშფოთებელი” შეტევა ”ჰიბრიდული ომის” ნაწილი იყო.

"რუსული მხარის ასეთი ქმედებები ხელს უშლის თანამშრომლობას",- განაცხადა კანცლერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში, გერმანიის მთავარმა პროკურატურამ დამნაშავეთა ძველ ნუსხაში ​​ჩასვა რუსი დიმიტრი ბადინი.

მედიის ცნობით, კიბერთავდასხმისას ჰაკერებმა ასევე მოიპოვეს წვდომა ანგელა მერკელის კომპიუტერზე. ბერლინის ცნობით, ბადინი Fancy Bear ჯგუფის ნაწილია, რომელიც სავარაუდოდ, "გრუ"-სთან და აშშ-ს დემოკრატიული პარიის სერვერების გატეხვის დანაშაულთან ასოცირდება. კრემლი ბრალდებებს უაყოფს.

კიბერშეტევა ბუნდესტაგის ვებ-გვერდზე 2015 წელს განხორციელდა და 30 აპრილიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა. თავდამსხმელებმა 16 GB-ზე მეტი მოცულობის დოკუმენტები ჩაიგდეს ხელში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930