გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავიაკომპანია "Qatar Airways" თბილისის მიმართულებით დღეში სამჯერ იფრენს

23-03-2018

კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია "Qatar Airways", მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს.


კერძოდ, 1-ლი ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია კვირაში 21 სიხშირით, დღეში სამჯერ შეასრულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან აღნიშნული ფრენები განხორციელდება უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის ბაქოში შუალედური დაფრენის გარეშე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Qatar Airways-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2018 წლის 15 მარტს მიენიჭა.


"Qatar Airways" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირება კვირაში 7 სიხშირით დაიწყო. 2016 წელს, "ყატარის ავიახაზებმა" 4 ახალი სიხშირე დაამატა. გასულ 2017 წელს კი, თბილისის მიმართულებით დღეში ორჯერ ოპერირებაზე გადავიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930