გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17-05-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის III მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის აგარაკების, რომელაშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, გოლოვინის, კიკეთის, გალავნის, კიაშაურის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს და სომხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების და არაყიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები, 14 საათიდან 16 საათამდე ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე კი ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ყაზბეგის გამზირის, გეგეჩკორის და ედიშერ მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ამაშუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930