გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

24-03-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია.


შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, 19:00 საათზე აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის გამო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი მოძრაობდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.


ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031