18-05-2020
პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელების შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩინეთმა დროულად და დაუყოვნებლად შეატყობინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კორონავირუსის გამოვლენის შესახებ",- აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სხდომის გახსნისას.
როგორც მან განაცხადა, ჩინეთი ყოველთვის იცავს ღიაობის პრინციპს.
”ჩინეთი, ყოველთვის იცავდა ღიაობის, გამჭვირვალეობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს. მან დროულად აცნობა ჯანმო-ს და სხვა ქვეყნებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ჩვენ ასევე დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია ვირუსის გენების შესახებ”, -განაცხადა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. არსებობს მოსაზრებები, რომ ჩინეთის ხელისუფლება ინფიცირების ფაქტებს რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდა.