19-05-2020
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარს (11.8 პროცენტით ნაკლებია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2020 წლის იანვარაპრილში, 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტია.