19-05-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ მხარ უჭერს, ტერმინების – “იზოლაცია” და “საკარანტინო ღონისძიებები”-ს საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა მოხდეს.
“კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს. კორონავირუსთან ერთად ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ცხოვრება. „დარჩი სახლში„ ნელ-ნელა შეიძლება სლოგანით „ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაგვჭირდება. გარკვეული რაოდენობა, 5, 10, 20 შეიძლება იყოს ხოლმე. შეიძლება იყოს ცოტა მეტიც ამ შემსუბუქების პერიოდში. შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ღონისძიებებიც. მაგალითად, ერთი კლასტერის ან ერთი სოფლის ჩაკეტვა რამდენიმე დღით. ან ერთი არეალის ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა. ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად უნდა მიიღონ მოკლევადიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციის და არ მისცემს მას საშუალებას, გავრცელდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს უჭერს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “იმედთან” .