გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სვენ მიქსერი: საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია

19-05-2020


რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია ,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.


ევროპარლამენტარი საქართველოს მიერ გატარებულ, კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველომ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

,,ევროპარლანტის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს კონსენსუსი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ასევე ფართო მხარდაჭერა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ მისწრაფებას უფრო ახლოს ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში. საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა ვფიქრობ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. სამაგალითო იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კრიზისზე რეაგირებისას. ევროკავშირმა საქართველოს 250 მილიონი გრანტის სახით და დამატებით 150 მილიონი სესხის სახით გამოუყო. საქართველო ყველაზე მთავარი თუ არა ერთერთი უმთავრესი მიმღებია ევროკავშირის დახმარებების კუთხით, ერთ სულ მოსახელეზე“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ორი მსჯავრდებული წევრის შეწყალების შესახებ გზას უხსნის პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას.




,,მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპარლამენტის ფუნქცია არაა, რომ მივუთითოთ საქართველოს ან რომელიმე სხვა პარტნიორს, ზუსტად როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეთ მათ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხალხი და მისი არჩეული ლიდერები რეფორმებს ახორციელებენ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშაა. ამიტომ ვიფქრობ, რომ მნიშვნელოვანია ერთგული დავრჩეთ ჩვენი პრინციპების, რაც გულისხმობს საერთაშორისო სამართლის დაცვას, და დავგმობთ ოკუპაციას, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესს, დეზინფორმაციისა მცდელობებსა და კიბერშეტევებს, რომლებიც ძირითადად რუსეთს მიეკუთვნება და ასევე რუსეთის ფედერაციის დეფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930