გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის შეშვებას

24-03-2018

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობა“ და ასევე, მოუწოდა საბჭოს ყველა წევრს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.


როგორც საკუთარ გამოსვლაში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დარღვევების შესახებ უხეში ფაქტების არსებობის მიუხედავად კი ვერ ხერხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვება.


„ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ლიდერები კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ რეგიონებში წვდომაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დაბრუნების უფლება შემოიფარგლება ლტოლვილებით, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“- განაცხადა მან.


მისივე თქმით წარმოდგენილი რეზოლუცია მოითხოვს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონებში -აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან წვდომას და შესაბამისად, „ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცოს ჩვენს წინაშე წარმოდგენილი რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“.


2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო.

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930