გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა კიკნაველიძე: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება

20-05-2020


ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრა.


"დღეს იმოვინახულეთ "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია; აქ 2000-მდე ადამიანია დასაქმებული და მნიშვნელოვანია, რომ მათი სოცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება. ამიტომ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, რათა სწრაფად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც მსოფლიო პანდემიამ შექმნა და ქვეყანამ სწრაფი ტემპით განაგრძოს წინსვლა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შრომით უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში"-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930