გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიის წარმომადგენლები პარლამენტში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

21-05-2020

პარლამენტში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან, COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. შენობაში შესვლისას, მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების დაცვა.

ამასთან, პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია. მედიის წარმომადგენლების და რესპონდენტების კომუნიკაციისას, დაცული იქნება დისტანცია.

დროებით შეიზღუდება მედიის წარმომადგენლების დასწრება კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ისინი სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში განთავსდებიან.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის წესები მარტის დასაწყისში განისაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031