21-05-2020
ბრიტანელი ტომ მური, რომელმაც მედიკოსებისთვის £32 მილიონი შეაგროვა, რაინდის წოდებას მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავიდან კაპიტანმა ტომმა, როგორც მას ეძახიან, ვერ კი დაიჯერა, რომ ეს სიმართლეა. შემდეგ კი აღნიშნა, რომ დედოფლისა და პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 100 წლის ვეტერანი კორონავირუსის დროს ბრიტანეთისთვის იმედის შუქურა იყო.
კაპიტანმა ტომმა, როგორც მურს ეძახიან, მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში მიიპყრო, როცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის თანხების შეგროვების შესახებ განაცხადა. შემდეგ კი ბრიტანელ ტენორ მაიკლ ბოლთან და მედიკოსების გუნდთან ერთად სიმღერა You'll Never Walk Alone შეასრულა, ბრიტანული მუსიკალური ჩარტის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 100 წლის იუბილე მას თავად დედოფალმა მიულოცა.