გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონპროექტზე: ხელისუფლება იმოქმედებს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთივე ეფექტიანობით, როგორც დღემდე მოქმედებდა

21-05-2020

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონპროექტის კრიტიკა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისკენ ფარული მოწოდებაა იმ ძალების მხრიდან, ვინც დემოკრატიულ, ლეგიტიმურ და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში სრული მარცხისთვისაა განწირული” - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

”რატომ ეწინააღმდეგებიან შალიკოს ფანჩატურის მავნებელი, უპრინციპო პოლიტიკური სუბიექტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონპროექტს?

• კანონპროექტის კრიტიკა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისკენ ფარული მოწოდებაა იმ ძალების მხრიდან, ვინც დემოკრატიულ, ლეგიტიმურ და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში სრული მარცხისთვისაა განწირული.

• დროებითად გაერთიანებულმა ერთმანეთისადმი მოძულე არათანმიმდევრულებმა ეს ზუსტად იციან და სწორედ ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებით მათ სურთ:

ა) კონკურენტული და დემოკრატიული გარემოს გაპროტესტება, რათა ხელისუფლებას გადააბრალონ ის, რომ თავად ქუჩაში არ გამოესვლებათ;
ბ) სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერება, რათა 8 მარტის შეთანხმება ჩავარდეს.
გ) საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უარყოფით სიგნალად მიიღონ ინვესტორებმა, არ გაცოცხლდეს ეკონომიკა, ხალხი მეტად გაღატაკდეს და აჯანყდეს, რათა ქვეყნის მტრებმა და მავნებლებმა რევანშისტული გეგმების განხორციელებისა და ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით დაბრუნებისთვის ნიადაგი მოიმზადონ.

უცხადესია, რომ ჩვენ არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთივე ეფექტიანობით, როგორც დღემდე მოქმედებდა.
და ყველამ ვიცით, რომ შეზღუდვების ნაწილი მოსახსნელი, ნაწილი კი შესანარჩუნებელია, რათა ქვეყნის მიერ ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული ის წარმატება შევინარჩუნოთ, რომელზეც მთელი სამყარო გვაქებს. ასეც მოხდება.

მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას! - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930