21-05-2020
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 335 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების სულ 270 ფაქტია დაფიქსირებული. მათგან 2-ს პნევმონია აქვს. ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 26 ორსულს დაუდასტურდა.
პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს კორონავირუსთან გამკლავება უჭირს.
"სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე წარმოგვიდგენია ან წარმოგვედგინა. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები კონტროლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ იძულებული არ გავხდეთ კვლავ გადავიდეთ უკიდურეს შემაკავებელ ზომებზე”, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტიდან მოქმედებს. დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5 606 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 70 ადამიანი.