გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბაქრაძე: საქართველო აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

24-03-2018

„საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად ამერიკის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში. საქართველო კვლავაც სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და ეს აქტი არის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ამერიკა საქართვლოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერის დადასტურება“ - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომელშიც უკვე მეორე წელია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ჩანაწერი კეთდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კონტექსტში ძალიან მნიშნველოვანია, რომ 2017 წლის მსგავსად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მსგავსად 2018 წლის ბიუჯეტშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნათლი გამოხატულებაა.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ნარკოტიკების კონტროლი და სამხედრო დაფინანსების პროგრამები.

„სწორედ ეს პროგრამა მოემსახურება საქართვლოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესს და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031