გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის კრიზისის დროს მაშინდელ ხელისუფლებას არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს

30-05-2020

„დაახლოებით 100 000 ადამიანს, რომელმაც პანდემიის გამო ვერ მიიღო ხელფასი, უკვე ჩარიცხული აქვს 200 ლარი. ეს პროცესი გაგრძლდება და არის დღეების საქმე. ბაზებს სჭირდებოდა დამუშავება, აქ ხომ არ არის საუბარი საკუთარი ჯიბის ფულზე? საუბარია საბიუჯეტო სახსრებზე, გადასახადის გადამხდელის ფულზე. აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები აღრიცხული და გადამოწმებული. ამას სჭირდებოდა გარკვეული დრო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში. მისი თქმით, ხელისუფლება მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული თეთრის ხარჯვას.

„საზოგადოება არის ერთიანი, გარდა მცირე სეგმენტისა, რომელიც მიაკუთვნებს საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას და არიან მათი გულმხურვალე ქომაგები. დღეს ბევრი ტყუილი და დემაგოგია მოვისმინეთ, მათ შორის, ამ ნაწილში. ისეთი რამიეც კი ითქვა, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არცერთი თეთრი არ გაუღია მოქალაქეების და ბიზნესის სასარგებლოდ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, 3 მილრდ არის გადადებული და ხარჯვა უკვე დაწყებულია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მოქალაქეებს და ეკონომიკურ სუბიექტებს.

„შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორი იყო ადრე ეს მიდგომა და როგორია დღეს.

2008 წელს, როცა ანალოგიური კრიზისული და პოსტკრიზისული მდგომარეობა იყო, არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიებს. დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, კრიზისი, რომელიც გამოწვეულია მსოფლიო გლობალური პანდემიით, დამახასიათებელია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თითოეული სახელმწიფოსთვისაც. „პრობლემა ყველგან არის ერთი და იგივე. კრიზისის გამო ადამიანები კარგავენ სამსახურს, შემოსავალს ან უმცირდებათ შემოსავალი. ასეთ დროს სახელმწიფოს ფუნქციაა, უზრუნველყოს ისინი ერთგავრი საარსებო მინიმუმით. ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, სადაც ასევე სჭირდებოდათ ბაზების დამუშავება, ბევრად უფრო ოპერატიულად მოახერხა საქართველომ აღნიშნული თანხების გაცემა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ 15 მლნ ლარი გამოყო ბიუჯეტიდან იმისათვის, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები შეჩერებულიყო. „ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო ეს. არის პროდუქტები, რომელზეც 50%-იანი ზრდა ფიქსირდება და ეს არის ძალიან მძიმე. ეს არის პანდემიის კრიზისის შედეგი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930