გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დაკითხავს თუ არა პროკურატურა კვირიკაშვილს, გახარიას, ქუმსიშვილსა და ნარმანიას „უცნობის“ სიძის სკანდალზე

25-12-2017

გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის“) სიძის კომპანიის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, ენმ მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავარმა პროკურატურამ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია, დიმიტრი ქუმსიშვილი და დავით ნარმანია უნდა დაკითხოს.ენმ-ს მტკიცებით, ქონების გადაცემა თავის დროზეც უკანონოდ განხორციელდა, ეკონომიკის სამინისტრომ კი შენობა-ნაგებობების დანგრევით მიყენებულ ზარალზე, რომელმაც ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა, რეაგირება დააგვიანა.
„ოთხი შენობიდან სამი აღარ არსებობს, რითაც სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ზიანი მიიღო. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომლის განკარგულებითაც გაიცა ეს ქონება, შემდეგ უკვე დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ასევე, ხელის მომწერი იყო ამ დოკუმენტზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღევანდელი შს მინისტრი, ბატონი გახარია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი , როდესაც თითქოს ეს შენობები დაიბრუნეს, ანუ არარსებული შენობები რომ დაიბრუნა სახელმწიფომ, მაშინ იყო ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
წყარო: newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930